ლალი ხუციშვილი
Tuesday, July 14, 2015
Sunday, February 5, 2012
Thursday, December 15, 2011
ვაჟა–ფშაველა საგამოფენო მასალები
პროექტის სახელწოდება: ვაჟა–ფშაველა , საგამოფენო მასალები
პროექტის იდეა: ვაჟა–ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების გამოუქვეყნებელი დეტალების ძიება.
პროექტის აქტუალობა: იგი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს ცოდნისა და უნარ–ჩვევების დაუფლებას. სასწავლო პროექტი განსაზღვრავს მოსწავლეთა შესაძლებლობების ზღვარს. ამ პროექტით მიხვდებიან მოსწავლეები, რა იცოდნენ, რა უნდა ისწავლონ და როგორ უნდა შეაფასონ მიღებული ცოდნა.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ის ინფორმაციები რომელიც არ გახმაურებულა პრესასა და ლიტერატურაში, ასეთი უამრავი მაგალითი არსებობს, პროექტის მიზანია ექსკურსიის დაგეგმვა ჩარგალში, ვაჟა–ფშაველას სახლ–მუზეუმის მონახულება, ფოტო და ვიდეო მასალის შეგროვება, ვაჟა ფშაველას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. შეგროვილი მასალის დახარისხება, გამოფენა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ცოდნის ამაღლებას.
მონაწილეთა ასაკი: მე–9 კლასი.(14–15 წელი)
ვადები, ხანგძლივობა: პროექტის მომზადებას დაეთმობა 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები: შეგროვილი მასალებით მოსწავლეები მოამზადებენ სლაიდ შოუს. გავამზადებთ პრეზენტაციას თემაზე : ვაჟა–ფშაველას ცხოვრების უცნობი დეტალები.
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: ექსკურსიისთვის საჭიროა ფოტო აპარატი, ვიდეო კამერა, სკოლის გამოფენისთვის ფერადი სტიკერები, ფორმატები , ასევე საჭიროა კომპიუტერი სლაიდების მოსამზადებლად და პროექტორი ჩვენებისთვის.
პროექტის მსვლელობა: 1. თემის შერჩევა მოსწავლეებთან ერთად. 2. საპროექტო ჯგუფების ჩამოყალიბება (სამი ჯგუფი გაინაწილებს დავალებას , თუ რა უნდა შეასრულონ ამ ერთი თვის განმავლობაში) პირველი ჯგუფი მოიძიებს ვაჟა–ფშაველაზე დაწერილ ლექსებს (ხალხურ პოეზიაში უამრავია) მეორე ჯგუფი ფშავში გაესაუბრება ვაჟა–ფშაველას სახლ–მუზეუმის ხელმძღვანელს და მოამზადებს მასალას წარსადგენად. მესამე ჯგუფი გამოაცხადებს კონკურსს: ვაჟა–ფშაველას ნაწარმოების პერსონაჟები. მოსწავლეები წარადგენენ საკუთარი ხელით შესრულებულ სურათებს. 3.პროდუქციის პრეზენტაცია და შეფასება.
საგნობრივი ჯგუფი: ქართული ენა–ლიტერატურა , ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი: ლალი ხუციშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: niakoshadze@gmail.com

Wednesday, December 14, 2011
სვეტიცხოველი
პროექტის სახელწოდება | „სვეტიცხოველი“ – მხატვრული ლიტერატურა და ისტორია. ხელოვნების ნიმუში. |
პროექტის მთავარი იდეა | კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“,ლიტერატურული ნაწარმოები და ქართული ისტორიის რეალობა.(ისტორიული და მხატვრული პერსონაჟები) |
პროექტის აქტუალობა | ამ საკითხის ძიება მოსწავლეებს განუვითარებს ცოდნის მოპოვების და გამოყენების უნარ–ჩვევებს, ჩააფიქრებს ცხოვრებისეულ პრობლემებსა და ღირებულებებზე.გაუძლიერებს ლიტერატურის მიმართ ინტერესს. შეაყვარებს ისტორიულ გმირებს და დააფასებს მათ ღვაწლს . |
მიზნები და შედეგები | ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, პროექტი მოსწავლეებს უვითარებს კვლევა–ძიების უნარს.პროექტი ითვალისწინებს ისტორიული ძეგლის მონახულებას. გასაუბრება გიდთან, სვეტიცხოვლის წინამძღოლთან, მათ ინტერვიუს მოსწავლეები დაურთავენ პრეზენტაციას, ასევე მოსწავლეები მოამზადებენ ფოტო მასალას, ვიდეო მასალას სვეტიცხოვლზე. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | წიგნი,კონსტანტინე გამსახურდიას,,დიდოსტატის მარჯვენა,ვიდეო კამერა,ფოტო აპარატი,პროექტორი. |
პროექტის მსვლელობა(აქტივობა) დრო (ხანგძლივობა) | 1.თემის შერჩევა. 2.ჯგუფების შედგენა და დავალების განაწილება. 1ჯგუფი–ისტორიული ფაქტები. II ჯგუფი–ხელოვნების ნიმუში. III ჯგუფი–მხატვრული ლიტერატურა.(მუშაობის ხანგძლივობა 15 დღე) 3.მომზადებული პროდუქტის პრეზენტაცია. 4.პროექტის წარდგენა და შეფასება. |
მონაწილეთა ასაკი | 16–17 წელი |
საგნობრივი ჯგუფი | ქართული და ისტორია |
პროექტის ხელმძღვანელი | ლალი ხუციშვილი |
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა | niakoshadze@gmail.com |
Monday, December 12, 2011
Subscribe to:
Posts (Atom)